четверг, 30 августа 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია
   ვიმუშავეთ ინტელის სახელმძღვანელოზე. მესამე მოდულის აქტივობებს გავეცანით, დავათვალიერეთ სპეციალიზებული საძიებო რესურსები, გავეცანით ვებ-გვერდების შეფასებას. საქარალდეში შევინახეთ საინტერესო და საჭირო რესურსები. სახელმძღვანელოში გავეცანით მეოთხე მოდულის რამდენიმე აქტივობას , დავათვალიერეთ  მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომები ( პრეზენტაციები). შევაჯამეთ ტრენინგი და ავტვირთეთ ბლოგზე დღის რეფლექსია.

вторник, 28 августа 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია
   გავხსენით სახელმძღვანელო და გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. მეოე მოდულის  3 აქტივობა  შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა.  გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები თუ ვინ რა შეფასების მეთოდებს იყენებს პრაქტიკაში, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნით. განვიხილეთ სხვადასხვა მეთოდები, შევარჩიეთ სტრატეგიები პროექტისთვის.. პროექტის გეგმაში ავტვირთეთ შეფასების გეგმები . გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი და შევინახეთ. ტრენინგის ბოლოს შევქმენით პრეზენტაციები.

суббота, 25 августа 2018 г.


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რამდენად რეალურია მითების დასასრული?
თემატური კითხვები
რატომ არის ,, არგონავტები „ საინტერესო მითი?
როგორ შეიცვლებოდა მითის დასასრული, მედეა რომ არ დახმარებოდა იაზონს?
შინაარსობრივი კითხვები
რა საერთო აქვს მითებს ერთმანეთთან?
რა საერთო აქვთ მითებს ზღაპართან?
რა განსხვავებაა მითებსა და ზღაპრებს შორის?
                     
                                 მესამე დღის რეფლექსია
     შევარჩიეთ თემის შესაბამისი სტანარტები ინდიკატორებით, გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების ნიმუშებს და  ვიმუშავეთ საკვანძო კითხვების შედგენაზე, ჩამოვაყალიბეთ კითხვები და ავტვირთეთ პროექტის გეგმის შაბლონში. საინტერესო რესურსები გადმოვტვირთეთ და შევინახეთ საქაღალდეში, კითხვები ავტვირთეთ ბლოგზე. 

четверг, 23 августа 2018 г.

მეორე დღის რეფლექსია

21 საუკუნის უნარ-ჩვევები
                                              მეორე დღის რეფლექსია
 გავეცანით ერთმანეთის თემებს,ვიმუშავეთ სახელმძღვანელოში, გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას, დავათვალიერეთ ბუკლეტების ნიმუშები და ვიმუშავეთ ვორდში ცხრილების, დიაგრამების და ფიგურების ჩასმაზე, ინტერნეტიდან და კომპიუტერიდან ფოტოს ჩასმა ვორდში. გადვხედეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტს და გადმოვიწერეთ და შვინახეთ საქაღალდეში. გავივარჯიშეთ და გავიხსენეთ დრაივზე ფაილების ატვირთვა და გაზიარება.ბლოგზე ავტვირთეთ ლინკი სახელწოდებით,, 21 საუკუნის უნარ-ჩვევები''.

вторник, 21 августа 2018 г.

პირველი დღის რეფლექსია

      გავეცანით ერთმანეთს , დავათვალიერთ ინტელის სახელმძღვანელო, გავეცანით მოდეულებს და  საინტერესო რესურსებს. გავხსენით საქაღალდე სადაც შევინახეთ საინტერესო და სასარგებლო რესურსები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ სამაგიდო წიგნად. მეილიდან შევედით ჩვენს  ბლოგზე,სადაც შევქმენით ახალი ბლოგი. ძალიან მომეწონა ტრენინგის შინაარსი და მსვლელობა . ვფიქრობ ,რომ ბევრ და საინტერესო სიახლეს გავიგებ ამ ტრენინგის საშუალებით, რაც გამომადგება ჩემს მოსწავლეებთან მუშაობის დროს