воскресенье, 9 сентября 2018 г.

მეცხრე დღის რეფლექსია
ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები, გავეცანით ერთმანეთის პროექტების გეგმებს, სასწავლო პროცედურებს და შენიშვნები და კომენტარები გავუკეთეთ. ბოლოს მოვახდინეთ დღის შეჯამება და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ძალიან საინტერესო აქტივობებით სავსე ტრენინგი იყო , ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი მოდული გავიარეთ,   გავიღრმავეთ ცოდნა პროექტებზე მუშაობის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
ტრენინგზე მირებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში .
მადლობა ქალბატონ შორენას ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.

суббота, 8 сентября 2018 г.

კითხვარი                                                                                                                         


მერვე დღის რეფლექსია
სახელმძღვანელოში ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულის აქტივობებზე, ვიმუშავეთ დრაივში ვორდის დოკუმენტში ნამუშევრის გაზიარებაზე. რესურსებში ვნახეთ ფასილიტაციის ნიმუშები და შევინახეთ საქაღალდეში , ვიმუშავეთ დრაივში დოკუმენტის ბეჭდვაზე , კითხვარის შექმნაზე , შექმნილი კითხვარი ავტვირთეთ ბლოგზე.

вторник, 4 сентября 2018 г.

       მოსწავლის პრეზენტაცია                                                                                                                                                                მეშვიდე დღის რეფლექსია
წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით, სახელმძღვანელოში ვიმუშავეთ მეექვსე მოდულის აქტივობებზე.დმოსწავლეთა დამხმარე მასალების შექმნაზე, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის მიმოხილვაზე, პროექტის გეგმებში ავტვირთეთ პროექტის მოკლე შინაარსი , წინარე ცოდნა და პროექტისთვის საჭირო რესურსების ჩამონათვალი. დრაივძე ავტვირთეთ მოსწავლის პრეზენტაცია და დავდეთ ბლოგზე.

суббота, 1 сентября 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგის დასაწყისში განვიხილეთ მოცემული დავალება ,, მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი პრეზენტაციის სახით" გავეცანით ყველას ნამუშევარს და  მივეცით რჩევები და მითითებები ერთმანეთს. შემდეგ გავხსენით სახელმძღვანელო,  სადაც ვიმუშავეთ მე- 5 მოდულის აქტივობებზე . გავეცანით შეფასების გეგმებს, შეფასების დაგეგმვის ცხრილებს და შეფასების გეგმის ჩეკლისტს. ტრენერის ბლოგზე დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები, გავხსენით მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები და უკუკავშირის ფორმები. საინტერესო ფაილები შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. 

четверг, 30 августа 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია
   ვიმუშავეთ ინტელის სახელმძღვანელოზე. მესამე მოდულის აქტივობებს გავეცანით, დავათვალიერეთ სპეციალიზებული საძიებო რესურსები, გავეცანით ვებ-გვერდების შეფასებას. საქარალდეში შევინახეთ საინტერესო და საჭირო რესურსები. სახელმძღვანელოში გავეცანით მეოთხე მოდულის რამდენიმე აქტივობას , დავათვალიერეთ  მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომები ( პრეზენტაციები). შევაჯამეთ ტრენინგი და ავტვირთეთ ბლოგზე დღის რეფლექსია.